მარშრუტი მიმართულების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

ნელი ლეკიაშვილი აგვისტოდან ქუჩაშია დარჩენილი. მან სახლი 2000 წელს დაკარგა, შემდეგ ქირით ცხოვრობდა. 2014 წლის ივლისიდან აგვისტომდე ბინის ქირას მერია უხდიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დახმარება შეუწყდა, თავშესაფარს უშედეგოდ ეძებს. საბოლოოდ მას მერია დაუკავშირდა და მოსკოვის პროსპექტზე კარავში შესახლება შესთავაზა, თუმცა როგორც ნელი ლეკიაშვილი ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემებისა და რამდენიმეჯერ გადატანილი ინფარქტის შემდეგ, ასეთ პირობებში მისთვის დარჩენა სახიფათოა.