პროექტი "ფიროსმანი" - ხელოვნების ციფრული მუზეუმი

Your browser doesn’t support HTML5

28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ "ფიროსმანის" მენეჯერი, ჟურნალისტი ირინა ალიაშვილი. პროექტი "ფიროსმანი" ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს სხვადასხვა ოჯახსა და კერძო კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშების ნახვას, გაციფრულებას და შეგროვებული მასალით სახვითი ხელოვნების ციფრული მუზეუმის შექმნას. ამ დროისთვის პროექტი ფიროსმანი რამდენიმე ასეული ნამუშევრის ციფრულ ვერსიებს აერთიანებს.