მსოფლიოს ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას ზეიმობს

რომის პაპი ფრანცისკე

მსოფლიოს ქრისტიანთა დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს ზეიმობს შობას. შობას აღნიშნავენ კათოლიკეები, პროტესტანტული ეკლესიები, ასევე მართლმადიდებელთა დიდი ნაწილის ისევე, როგორც მცირე არატრადიციული ეკლესიები. ვატიკანში, კათოლიკური ეკლესიის მამამთავარმა, რომის პაპმა, ფრანცისკემ საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა. გადმოცემით იესოს დაბადების ადგილს, ბეთლემს, პალესტინაში, უამრავი მლოცველი სტუმრობდა ხოლმე ამ დღეს. არეალში ძალადობის გაზრდამ ბოლო თვეებში მათი რიცხვი წელს საგრძნობლად შეამცირა.