ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 50-მდე თანამშრომელი განთავისუფლდა

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 50-მდე თანამშრომელი განთავისუფლდა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა განცხადება საკუთარის სურვილით დაწერა. 15 გამოცხადებულ ვაკანსიაზე კი კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 61 აპლიკანტმა განაცხადა. თუმცა კონურსებში მონაწილეობა მხოლოდ 18-მა მიიღო. რეორგანიზაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.