რა მოუტანა ქუთაისს პარლამენტის არსებობამ?

ქუთაისმა, შესაძლოა, დაკარგოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, რადგან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტიდან ამოღებულია 48-ე პრიმა მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად სწორედ ქუთაისი იყო განსაზღვრული. უნდა იყოს თუ არა პარლამენტი ქუთაისში? და რა დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა ქალაქისთვის პარლამენტის სრულფასოვანი საქმიანობა?