რას ფიქრობს ხალხი საახალწლოდ მორთულ ქალაქზე

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბრიდან დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა. შპს თბილსერვის ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, წელს დედაქალაქის უფრო მეტი ქუჩა განათდა საახალწლოდ და, ასევე, განახლდა მოსართავები. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რომელი ქუჩები დარჩა მოურთავი და რამდენად მოსწონთ მოქალაქეებს სადღესასწაულო განათება და ამ კითხვით ქუჩაში გამვლელებს მივმართეთ.