რას ფიქრობს ხალხი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე?

საქართველოს „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტში შეტანილი პეტიციით მოითხოვა, სექსუალური შევიწროება კანონით ისჯებოდეს. ამან, ისევე, როგორც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მიმდინარე კამპანიამ #MeToo კიდევ ერთხელ გაამახვილა ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღება. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე?