დავით გურამიშვილი - რენესანსის მცდელობა?

Your browser doesn’t support HTML5

„ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“ − წერდა დავით გურამიშვილი. თუმცა საბჭოთა სკოლებში გურამიშვილის შემოქმედების სულ სხვა მხარეებს ექცეოდა ყურადღება: ხალხთა მეგობრობა, ანტიმუსულმანური აქცენტები, სამშობლოს მოწყვეტილი პოეტი − ქართული საბჭოთა კულტურა, ძირითადად, ამ თემებისგან ქმნიდა პოეტის სახეს. „წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი გვახარია და მისი სტუმარი, ფილოლოგი და ლიტერატურის კრიტიკოსი მერაბ ღაღანიძე, საუბრობენ დავით გურამიშვილზე, როგორც მწერალზე, რომელიც ქართულ პოეზიაში ევროპეიზმის სათავეებთან დგას.