სტალინის მუზეუმი

Your browser doesn’t support HTML5

“წითელი ზონის” მორიგი გადაცემა განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში - ამჯერად გიორგი გვახარიას საავტორო გადაცემა თავიდან ბოლომდე გორში, სტალინის მუზეუმშია გადაღებული. მუზეუმის დარბაზებში მეგზურობას ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი და სტალინის მუზეუმის თანამშრომელი ნანა ჩუტკერაშვილი გაგვიწევენ - ისინი სტალინის მუზეუმის წარსულზე გვიამბობენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს დღეს ეს მუზეუმი, რამდენად კარგად იცნობს ახალი თაობა სტალინს.