რატომ აირჩია გერმანელმა ხალხმა ჰიტლერის პარტია?

Your browser doesn’t support HTML5

„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ეძღვნება მეოცე საუკუნის გერმანიის ისტორიას, უფრო ზუსტად კი ამ ისტორიის ერთ მონაკვეთს - 20-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე. მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გვიზიარებს თავის მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ აირჩია გერმანელმა ხალხმა ადოლფ ჰიტლერის პარტია, რატომ მისცა ხმა ნაციონალ-სოციალისტებს. ბატონი გივი გაიხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსაც: 20-იანი და 30-იანი წლების ბერლინს, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს, გერმანიიდან საქართველოში გადმოსახლებას და ისევ გერმანიაში დაბრუნებას 80-იანი წლების ბოლოს.