პოეტი და მთავლიტი

Your browser doesn’t support HTML5

ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა ”წითელი ზონა”, რომელიც ყოველ შაბათს, 22.30, გავა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში. ორშაბათობით კი, ტრადიციულად, ჩვენი რადიო გიორგი გვახარიას სატელევიზიო პროგრამის მოკლე რადიოვერსიას შემოგთავაზებთ. ახალი სეზონი წელს დაიწყო გადაცემით ლიტერატურული ცენზურის შესახებ. გიორგი გვახარია ესაუბრა პოეტ ბესიკ ხარანაულს თემაზე: ვინ იყვნენ ეგრეთ წოდებული ”მთავლიტები” და როგორია მათი როლი ქართული საბჭოთა ლიტერატურის ისტორიაში.