შეზღუდავს თუ არა ახალი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას?
Your browser doesn’t support HTML5
არასამთავრობო ორგანიზაციები წერილით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც, მათი განცხადებით, რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს. ისინი მოუწოდებენ მას, კონსტიტუციის პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რათა არ დაუშვან რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტი.