ფრანკ რიბერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია

ფრანკ რიბერი

29 აგვისტოს, მონტე კარლოში, უეფას წევრი 53 ქვეყნის ამდენივე ჟურნალისტმა გამოავლინა ევროპის 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს წოდება მოიპოვა მიუნხენის (გერმანია) „ბაიერნის“ ფრანგმა თავდამსხმელმა ფრანკ რიბერიმ. უეფასა და ევროპის სპორტული მედიის ასოციაციის თაოსნობით მოწყობილი წინასწარი კენჭისყრის შედეგად, რიბერისთან ერთად, ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს არგენტინელმა ლიონელ მესიმ (ესპანეთის "ბარსელონა") და პორტუგალიელმა კრისტიანო რონალდომ (მადრიდის „რეალი“, ესპანეთი). გადამწყვეტ კენჭისყრაში 53 ხმიდან 36 რიბერის ერგო. 14 ხმა მიიღო მესიმ და მხოლოდ სამი - რონალდომ. მონტე კარლოში, კენჭისყრაზე, საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე, რომელსაც ნინო თარხნიშვილი დაუკავშირდა ტელეფონით.

Your browser doesn’t support HTML5

რეპორტაჟი მონტე კარლოდან