როცა პატიმრობა „სიკვდილით დასჯის“ ტოლფასია
Your browser doesn’t support HTML5
რვა წლით პატიმრობის მისჯა კიროვის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ნიკიტა ბელიხისათვის „სიკვდილით დასჯის“ ტოლფასია - შიშობს ბელიხის მეუღლე, ეკატერინა რაიფერტი. მას მოსკოვში დაუკავშირდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ბელიხს ქრთამის აღების ბრალდებით. შარშან სასამართლო პროცესი შეწყდა, რადგან ბრალდებული შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.