როგორ იცვლებოდა თბილისი
Your browser doesn’t support HTML5
ის, რაც ადამიანის მეხსიერებიდან შეიძლება გაქრეს, სამუდამოდ რჩება ფოტოებზე. იმის გასახსენებლად, თუ როგორ იცვლებოდა თბილისი, ეროვნულ არქივში გამოიფინა მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები. გამოფენა სახელწოდებით “თბილისი - ურბანული ცვლილებები” აერთიანებს საბჭოთა პერიოდის საეტაპო მშენებლობების, ახალი უბნების განაშენიანების გეგმების, საჯარო სივრცეებისა და საბჭოთა მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ კადრებს.