როგორი იქნება მეორე ტური ქუთაისში?

Your browser doesn’t support HTML5

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 27,03% მოაგროვა, მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებისა, საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურიდან არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მოხსნის პრაქტიკას. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე განმარტავს, რომ მეორე ტური მაინც გაიმართება.