როცა შენს ჭიას ახარებ

ლამარა ბეჟაშვილი მეაბრეშუმეა. სოფელ ქვემო მაღაროში ბებიის დანატოვარ სახლში ცხოვრობს და აბრეშუმის ჭიებს აქ ახარებს. მეაბრეშუმეობაც ბებიისგან ისწავლა. ქვემო მაღაროში საბჭოთა კავშირის დროს აბრეშუმის საშრობი ქარხანა ფუნქციონირებდა. ქარხნის დახურვის შემდეგ აბრეშუმის წარმოებამ სახლებში გადაინაცვლა და ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ლამარა ცდილობს ტრადიციები შეინარჩუნოს და ცოდნა ახალგაზრდებსაც გადასცეს. ლამარასთან ხშირად მოდიან აბრეშუმის ჭიების წასაყვანად. ჭიების მოვლაში ადგილობრივებიც ეხმარებიან.