ომის შემდგომი ოთხი წელი - ოკუპაცია უფრო ადეკვატური შეფასების ფონზე

ნიკა ჩიტაძე და თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში

არის კითხვები, რომლებიც მუდმივად გაისმის 2008 წლის ომის შემდეგ და რომლებზეც დღემდე გრძელდება დისკუსია - ვინ დაიწყო ომი? შეიძლებოდა, თუ არა მისი თავიდან აცილება? ვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მის ტრაგიკულ შედეგებზე და ა.შ. არ დაობენ, რომ ერთი, რაც 2008 წლის ომმა მოიტანა - არის საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის უფრო ადეკვატური შეფასება. ომის შემდგომი ოთხი წლის შესაფასებლად თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ პოლიტოლოგები - თენგიზ ფხალაძე და ნიკა ჩიტაძე.