რამდენად სოციალური შეიძლება იყოს ბიუჯეტი?

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე (მარცხნივ) და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრი მერაბ ჯანიაშვილი.

სახელმწიფო სახსრების ხარჯვა, კერძოდ კი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ხარჯების გაწევის პრინციპები, ხშირად არის განსჯის საგანი. ვის ეცოტავება, ვისთვის კი ზედმეტია ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა. რამდენად სოციალური შეიძლება იყოს ბიუჯეტი და რა არჩევანი აქვს ხელისუფლებას? რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიწვიეთ პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, და მერაბ ჯანიაშვილი - ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრი.