პირველკლასელთა მარათონი რეგისტრაციისთვის

თამარ მოსიაშვილი, ზვიად მიმინოშვილი

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია მიმდინარეობს. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელთა ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი 17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა ამ კონტინგენტის რეგისტრაციის პირველი დღე - 17 აპრილი. პირველკლასელთა რეგისტრაციის თემაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ნონა მჭედლიშვილმა განათლების სპეციალისტი ზვიად მიმინოშვილი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი თამარ მოსიაშვილი მიიწვია.





Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამარ მოსიაშვილთან და ზვიად მიმინოშვილთან