რუსეთი არ აპირებს სირიაში ავიაიერიშების შეწყვეტას 

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს სირიაში საჰაერო ოპერაციებს ყველა „ტერორისტული“ ჯგუფის დამარცხებამდე. როგორც ლავროვმა ომანში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ვერ ხედავს საჰაერო დარტყმების შეწყვეტის მიზეზს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 2 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სირიაში ოპოზიციის ძალების დაბომბვა ახლა, როცა გაეროს ორგანიზებით დაწყებულია სამშვიდობო მოლაპარაკება სირიაში ომისათვის ბოლოს მოსაღებად. სირიელი ოპოზიციონერების ზოგი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, მოითხოვენ რუსეთის საჰაერო რეიდების შეჩერებას, როგორც პირობას მოლაპარაკებისათვის. ლავროვმა „არაშორსმჭვრეტელური“ უწოდა სირიის ოპოზიციისაგან იმის მოლოდინს, რომ „პრობლემების მოგვარება შესაძლებელია პირობები, რომლებსაც ულტიმატუმის სახით აყენებენ“.