რუსეთის 35-ე უარი ჟენევიდან

დავით დონდუა

საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე, ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებებზე, 22-23 მარტს მხარეები შეთანხმდნენ გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე.

ამ ფაქტმა როგორც თბილისის, ისე მოსკოვის მოწონება დაიმსახურა, თუმცა ჟენევაში რუსეთმა 35-ეჯერ თქვა უარი თბილისის წინადადებაზე, რაც ძალის არგამოყენებას შეეხება და რაც თბილისმა ცალმხრივად ივალდებულა. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რატომ ამბობს უარს რუსეთი ძალის არგამოყენების წინადადებაზე და რას აძლევს თბილისს მოლაპარაკების ყოველ რაუნდზე იმ საკითხის წამოჭრა, რომელსაც, როგორც ჩანს, პერსპექტივა არ აქვს. შევეცდებით ასევე ჩავიხედოთ ჟენევის მოლაპარაკების კულისებში, რომელიც, წესით, უნდა იყოს პლატფორმა სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებისა და დევნილობაში მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების პირველი პირებისა. ამ ყველაფერზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს დავით დონდუა, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისში იმყოფება.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი