თბილისის მერიამ მოამზადა ხერგილების მართვის ხუთპუნქტიანი გეგმა

მერიის მიმდებარე ქუჩა

საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღიარებულია სატრანსპორტო ხერგილები. მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიისგან ამ პრობლემის დროულ გადაწყვეტას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას დედაქალაქის მთავრობამ, ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ხუთპუნქტიანი გეგმით უპასუხა.

მიმდინარე კვირის მიწურულს, 2 სექტემბერს, თბილისის მერიაში გაიმართა ხერგილების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და უკვე გატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია. მერმა, დავით ნარმანიამ, მიწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს წარუდგინა ხერგილების განსატვირთად განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, თუმცა თავადაც აღიარა, რომ პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მერიამ საცობების მართვის 5-პუნქტიანი გეგმა მოამზადა