დავით კაკაბაძე: ამ გადაწყვეტილებით სოკმა შესანიშნავი ნიადაგი შეუქმნა კორუფციას

კრემლის ქება დაიმსახურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ, არ აუკრძალოს რუსეთის გუნდს წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა დოპინგით სარგებლობის სახელმწიფო სისტემის გამო. ოლიმპიური კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, სპორტის კონკრეტული სახეობების ფედერაციებზეა დამოკიდებული რუსი ათლეტების ოლიმპიადაზე დაშვება, ან არდაშვება.

Your browser doesn’t support HTML5

დავით კაკაბაძე: ამ გადაწყვეტილებით სოკმა შესანიშნავი ნიადაგი შეუქმნა კორუფციას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას კრიტიკული გამოხმაურებაც მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს, მაგალითად, მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჟოზეფ დე პენსიე. მისი შეფასებით, ეს არის „სამწუხარო დღე სუფთა სპორტისათვის“. ასე ფიქრობს, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი, სპორტული მიმომხილველი დავით კაკაბაძეც, რომელიც ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ასეთ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო შორსმიმავალი ნეგატიური ეფექტი ექნება.