უკმაყოფილება არჩილ ხაბაძის საკადრო გადაწყვეტილებების გამო

ბათუმი

აჭარის ავტონომიის მთავრობას იმპიჩმენტით დაემუქრა უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ერთი ნაწილი. უკმაყოფილება მოჰყვა მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა რამდენიმე საჯარო მოხელე, მათ შორის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და ზოგიერთი დეპარტამენტის უფროსი. აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა მეორე ნაწილი იმპიჩმენტის საფუძველს ვერ ხედავს.

Your browser doesn’t support HTML5

უკმაყოფილება არჩილ ხაბაძის საკადრო გადაწყვეტილებების გამო