საქართველოს ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება

ცათამბჯენის მშენებლობა თბილისის ცენტრში

მსოფლიო ბანკის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3 % იქნება, 2017 წელს – 4,5 %, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5 %-საც მიაღწევს. მთავრობა ზრდის ასეთ ტემპს დადებით შედეგად მიიჩნევს და ხაზს უსვამს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ეფექტურობას, ეკონომისტების ნაწილის აზრით კი, 3-პროცენტიანი ზრდა არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპით რეგიონში - ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში - ჩემპიონობას იჩემებენ. მათ ამის საფუძველს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები აძლევს. ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას მომავალ წლებში 3-დან 5 პროცენტამდე ზრდას უწინასწარმეტყველებს. დაახლოებით ასეთსავე პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, ზრდის ეს ტემპი ძალიან კარგი მაჩვენებელია:

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება