სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომავალი წლიდან ფართოდ ამოქმედდება „სელექციური კონტრაქტირების“ მექანიზმი, რომელმაც, ჯანდაცვის სამინისტროს გათვლით, სამედიცინო სისტემაში ხარისხი უნდა აამაღლოს. სამომავლოდ იგეგმება ფასების რეგულირებაც. თუკი სამედიცინო კლინიკები ვერ დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათი ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა სხვა კლინიკებმა დაიკავონ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 10 ნოემბერს შეაჯამა, როცა ის სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს ხვდებოდა.