შემცირდება თუ არა ხარჯები სამინისტროების შემცირებით?

Your browser doesn’t support HTML5

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად,18 სამინისტრო 14-მდე შემცირდება. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით უქმდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სამინისტროების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვთ მოქალაქეებს, რამდენად ვარაუდობენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება.