სამშენებელო ხარვეზები დევნილთა ახალ დასახლებებში

იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი კომპაქტური დასახლება ზუგდიდში

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აკრიტიკებენ. მათი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ კომპაქტურ დასახლებებში სამშენებელო ხარვეზები დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა ახალ კორპუსებში მცხოვრებთ დაზიანებული სახურავებიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდათ. მესამე სექტორის განმარტებით, აუცილებელია სამინისტრომ და მისმა წარმომადგენლობამ ზუგდიდში მეტი ყურადღება გამოიჩინოს სამშენებელო კომპანიების კონტროლის თვალსაზრისით და შეამოწმოს მათი ნამუშევარი, სანამ დევნილებს გადასცემენ. თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ სამშენებელო კომპანია ვალდებულია და გამოასწორებს კიდეც ყველა ხარვეზს.

Your browser doesn’t support HTML5

სამშენებელო ხარვეზები დევნილთა ახალ დასახლებებში