მოლდაველები აპროტესტებენ მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას
Your browser doesn’t support HTML5
ათასობით ადამიანმა გააპროტესტა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების გაუქმება. 24 ივნისს დემონსტრაციის მონაწილეებმა მარშით გაიარეს ქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოლდავეთის პარლამენტის შენობამდე. 3 ივნისის არჩევნებში გაიმარჯვა პროდასავლურად განწყობილმა ანდრეი ნასტასემ, მაგრამ სასამართლომ დაასკვნა, რომ ორივე კანდიდატმა დაარღვია საარჩევნო კანონი და არჩევნების შედეგები გაუქმდა. (მოლდავური სამსახურის ვიდეო)