დავით აფრასიძე: საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა

დავით აფრასიძე

ამ კვირაში,პრაღაში, გაიმართა შეხვედრა, რომლის ყურადღების ცენტრში იყო ცნება „კლეპტოკრატია“. ბერძნულად ის „ქურდების მმართველობას“ ნიშნავს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი დავით აფრასიძესთან

„პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატიები და როგორ მოხდეს მათი რეფორმირება“ – ამ სახელწოდების სემინარში რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ექსპერტები, აქტივისტები და ჟურნალისტები საუბრობდნენ კლეპტოკრატიასა და, ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის სირთულეებზე, ხშირ წარუმატებლობაზე,ასევე წარმატებებზე – საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში.

სემინარის შემდეგ, მარიამ ჭიაურელმა ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ პოლიტოლოგს, ილიას უნივერსიტეტის პრორექტორს, დავით აფრასიძეს.