სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჭინჭარაული

Your browser doesn’t support HTML5

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჭინჭარაული, "საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის" (N20) თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობები განისაზღვრება ქვეყნის "ბუნებრივ-გეოგრაფიული და სოციალური თვალსაზრისით". გიორგი ჭინჭარაული ამბობს, რომ მისი პარტია მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტს და ქვეყნის ფედერალურ მოწყობას. პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი და ფედერალური მოწყობა იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველიც. ეკონომიკაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა პროტექციონისტული პოლიტიკის საჭიროებას. გიორგი ჭინჭარაულის აზრით, საჭიროა პოლიციას მიეცეს მეტი უფლებამოსილება და სასამართლოს გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები რიგ საკითხებში.