სტუდია "ველოსიპედის" საბავშვო ანიმაციები

Your browser doesn’t support HTML5

20 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სცენარისტი, ანიმაციური სტუდია "ველოსიპედის" დამფუძნებელი გიორგი მარშანია. სტუდია "ველოსიპედი" მოკლე შემეცნებით ვიდეოებს აკეთებს ბავშვებისთვის მოხალისეობრივ პრინციპებზე. ამ ტიპის ანიმაციები, რომლებიც ბავშვებს ფერებს, ანბანს, მარტივ არითმეტიკას, ცხოველების ან საყოფაცხოვრებო ნივთების სახელებს ასწავლის, მთელს მსოფლიოში პოპულარულია და ინტერნეტშიც მრავლად მოიპოვება, თუმცა არა ქართულენოვანი. სტუდია "ველოსიპედი" სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ცდილობს ქართულენოვანი ბავშვებისთვის სახალისო ანიმაციების გაკეთებით.