ლაღი თამაში და გამარჯვებულის ფსიქიკა

გოჩა სვანიძე

ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან

19 მარტს, რუმინეთის ნაკრებთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში და მეცხრედ მოიპოვა ევროპის ერთა თასი. გარდა ამისა, ქართველ მორაგბეებს მეათედ გადაეცათ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც ტრადიციულად თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. თუმცა გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც: რუმინელებთან მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ ექვსი ლელო გაიტანეს, ხოლო მეტოქეს ერთის გატანის საშუალებაც არ მისცეს! არანაკლებ დამაჯერებელი, ხოლო ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო აშკარა იყო საქართველოს ნაკრების უპირატესობა დანარჩენ მეტოქეებთან: რუსეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, გერმანიასთან. წლევანდელმა ტურნირმა ნათლად დაგვანახვა, რომ „ბორჯღალოსნები“ ნამდვილად იმსახურებენ სხვა, უფრო „მაღალ ლიგაში“ თამაშს. როგორია ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივები? კიდევ რა შეხვედრები აქვს დაგეგმილი წელს საქართველოს ნაკრებს? რა მდგომარეობაა ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში? ყოველივე ამაზე, და არაერთ სხვა საკითხზე, ვესაუბრებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს.

Your browser doesn’t support HTML5

ლაღი თამაში და გამარჯვებულის ფსიქიკა