ირაკლი სესიაშვილი: აღიკვეთა „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩვენი მოქალაქეების წასვლის რამდენიმე შემთხვევა

ირაკლი სესიაშვილი

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის მეორე დღეს ირაკლი სესიაშვილი რადიო თავისუფლების სათავო ოფისში ქართულ სამსახურს ესტუმრა და გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი“ ვრცლად ისაუბრა, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ყბადაღებული "საჰაერო ქოლგის" შექმნაზე საფრანგეთის დახმარებით და გრიგორი კარასინის მუქარაზე. მან შეაფასა, ასევე, პირველი ქალი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, ერთწლიანი საქმიანობა.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი