სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა ნიკოლაძე

Your browser doesn’t support HTML5

20 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა ნიკოლაძე, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სადაზღვევო საკითხებში. მან ილაპარაკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებების პირველ რიგში მედიისთვის გაცნობა იყო "ერთგვარი პროვოკაცია", რასაც მოყვება პროექტის დოკუმენტის სახით გასაჯაროება და საექსპერტო წრეებთან მისი განხილვა. ლაშა ნიკოლაძე არ ფიქრობს, რომ პროექტში რაიმე "გენერალური ცვლილებები" შევა, თუმცა, იქნება მსჯელობა დეტალებზე. სტუმრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება ცვლილებების პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედებები. ლაშა ნიკოლაძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თავიდანვე დიფერენცირებული იყო, ცვლილებების შემდეგ კი უფრო მკაფიო დიფერენციაცია მოხდება. ლაშა ნიკოლაძემ განმარტა მოქალაქეთა რომელი ჯგუფისთვის რა ცვლილებებს მოიტანს სერვისების დიფერენციაცია.