ლიკა გოგლიძე ქართული მოდის ინდუსტრიაზე

Your browser doesn’t support HTML5

9 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო დიზაინერი ლიკა გოგლიძე, რომლის ახალი ბრენდის, "LIYA"-ს პრეზენტაცია 4 მაისს გაიმართა "Mercedes-Benz Fashion Week TBILISI"-ს ფარგლებში. "LIYA" ქალებისთვის შექმნილი ბრენდია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ლიკა ამ ხაზის შექმნამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქმნიდა სამოსს "INKYGOLD"-ის სახელით. როგორ ვითარდება საქართველოში მოდის ინდუსტრია, რამდენად არის დაინტერესება ქართველი დიზაინერების პროდუქციის მიმართ და ვინ ქმნის თანამედროვე ქართულ მოდას - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.