ტყიბულელი მეშახტე: "ჩვენთვის ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"

რუსლან ბუცხრიკიძე, ტყიბულის შახტის მუშა

26 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტყიბულიდან ჩაერთო რუსლან ბუცხრიკიძე, შახტის მუშა, საგაფიცვო კომიტეტის წევრი. მან ილაპარაკა ტყიბულში შექმნილ ვითარებაზე. რუსლან ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან გაფიცულებმა უარი მიიღეს მოთხოვნების შესრულებაზე, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს გაფიცულებს. მეშახტეები პოზიციას არ იცვლიან და აგრძელებენ გაფიცვას. რუსლან ბუცხრიკიძის თქმით, ახლა მათ მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა სჭირდებათ როგორც დამსაქმებლისგან, ისე ხელისუფლებისგან.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი რუსლან ბუცხრიკიძესთან