ტექნოლოგიები უკეთესი ქალაქისთვის

Your browser doesn’t support HTML5

26 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თამარ თელია, სტარტაპ-აქსელერატორ C10-ის მენეჯერი. აქსელერატორი 28 და 29 იანვარს მართავს ჰაკათონს, სადაც მონაწილეები იმუშავებენ ქალაქში არსებული სხვადასხვა ტიპის პრობლემის ინოვაციური გზებით გადაჭრის გზებზე. გუნდების მიერ შექმნილი პროტოტიპების შეფასება მოხდება ორი კრიტერიუმის მიხედვით: რამდენად ორიგინალურია გადაწყვეტილება და შესაძლებელია თუ არა ინოვაციის რეალობაში გამოყენება. მონაწილეების იდეები შესაძლოა შეეხებოდეს პარკირების, ავტოსაგზაო მოძრაობის, ეკოლოგიის, საფეხმავლო გზების და სხვა საკითხებს. რა სჭირდებათ იდეებს საბოლოო, მუშა პროდუქტად ქცევისთვის, რომელი ურბანული საკითხების მოგვარებისთვის არის განსაკუთრებით ეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენება და რამდენად არის საზოგადოებისა და სპეციალისტების დაინტერესება ამ ტიპის ღონისძიებების მიმართ - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.