მუსლიმი ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

19 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. EMC ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალებთან მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მდგომარეობის უკეთ შესასწავლად. რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ქალები, როგორ განსხვავდებიან ისინი ეთნიკური წარმოშობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რამდენად შეესაბამება მუსლიმ თემთან დაკავშირებული სტერეოტიპები სინამდვილეს - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.