ნადეჟდა სავჩენკოს კვლავ გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობა

ნადეჟდა სავჩენკო

რუსეთში კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობა უკრაინელ სამხედრო მრფინავს, ნადეჟდა სავჩენკოს. ამის შესახებ „ტვიტერით“ იუწყება მისი ადვოკატი მარკ ფეიგინი. პატიმრობის გაგრძელებას ბრალდების მხარე ითხოვდა. სავჩენკო, რომელიც უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია, შარშან ივლისში დააკავეს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსეთში. სავჩენკოს დონის როსტოვში ასამართლებენ. იზოლატორში მან ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა.