შეყვარებული დიკენსი

გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) წარმოგიდგენთ ჩარლზ დიკენსის სატრფიალო თავგადასავლებს. ვნახავთ, რამდენად იღბლიანი იყო სიყვარულში მწერალი, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო და პოპულარობით თანამედროვე პოპ მომღერლებს, სპორტსმენებსა თუ ჰოლივუდის ვარსკვლავებს არ ჩამორჩებოდა.