შიმშილობის მეთერთმეტე დღე

Your browser doesn’t support HTML5

24 აგვისტოს რკინიგზის დეპარტამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტები და მოშიმშილეები, ათივე პირი, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები, 25 აგვისტოს, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თავად სასამართლო პროცესი კი დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა. პროცესი 8 სექტემბრისთვის დაინიშნა. რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობას აგრძელებენ რკინიგზის თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დასრულდება.