შინ - უცხოეთში: ოლივერ რაისნერი

სარწმუნოება, როგორც ქართველთა იდენტობის ერთ-ერთი მარკერი; თანამედროვე ტიპის ევროპულ ერად ჩამოყალიბების გზა - ესაა, სხვათა შორის, თემები, რომლებსაც იკვლევს ოლივერ რაისნერი. რადიო თავისუფლების ყოველკვირეული ტელეჟურნალის, „პერსპექტივის“, გადამღები ჯგუფი მას თბილისში შეხვდა და ესაუბრა. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოშია დაფუძნებული, ხელმძღვანელობს კვლევით პროექტს „ქართველთა კვალი გერმანიაში“, თავმჯდომარეობს სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს.