დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.
რაზე ისაუბრეს მათ
მხარეებმა „ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს“, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
„ერთსულოვნების“ თანახმად, მათ ისაუბრეს:
- „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე;
- ასევე იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს“.
მანამდე კი, ტელევიზიის თანახმად, შიო მესამეს „პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს“.
„საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინალის რეგიონში“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
„არსებობს გარკვეული რესურსი“...
„ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რაც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს და გზები არის საპოვნები იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები“, - თქვა მან.
„ითქვა ის, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
მისი თქმითვე, ორივე მხარემ თქვა, რომ „არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშავოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს“.
ვინ იყო მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციაში
„ერთსულოვნების“ თანახმად, საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ:
- მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმდჯომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი);
- მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი;
- მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი;
- ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი;
- მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში, ვლადიმერ ალექსანდროვი.
ასევე ნახეთ
რუსეთის პატრიარქი კირილე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავსვინ ესწრებოდა შეხვედრას
შიო მესამემ მათ უმასპინძლა ეკლესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად:
- ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე;
- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე;
- გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა;
- ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი;
- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
- პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი და
- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
როგორია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობა
2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდნენ კონტაქტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.
არაერთ ქართველ პოლიტიკოსსა და ექსპერტს გაუკრიტიკებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვთან კავშირების გამო, რაშიც შესაძლო რუსული გავლენას ხედავდნენ.
პატრიარქ ილია მეორის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა. ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შესახებაც კირილემ სამძიმარი გამოთქვა.
ასევე ნახეთ
ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეცწარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებშირუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია მეორის დაკრძალვაზე, 22 მარტს, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი (ტუპიეკა) გამოგზავნა.
11 მაისს კი რუსეთის პატრიარქმა კირილემ საქართველოს პატრიარქად არჩევა მიულოცა შიო მესამეს.