სამების ტაძარში დილის წირვის შემდეგ, ილია მეორეს წესს უგებენ. პროცესში მონაწილეობას იღებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება მიხაილ შვიდკოი.
77 წლის შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი - დელეგაციას სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, ბენიამინი (ტუპიეკა) ხელმძღვანელობს.
შვიდკოი 2000-2004 წლებში იყო კულტურის მინისტრი. 2008 წლიდან კი არის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში.
ის არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი. მათ შორის შეხვედრია ილია მეორეს. მათ შორის 2008 წლის 24 დეკემბერს თბილისში, საპატრიარქოს ინიციატივით მოწყობილი კონფერენციის ფარგლებში. მაშინ მან ილია მეორეს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.
„რუსეთსა და საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს ყველა შესაძლებლობა არსებობს“, - აცხადებდა შვიდკოი 2013 წელს.
მოგვიანებით კრემლის საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხაილ შვიდკოიმ „რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს“.
ფორუმი