რა საფრთხეებია მოსალოდნელი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს?

შორენა გაბუნია

9 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილი 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლას აპირებს. ამ განცხადების ავტორმა გიორგი გაბედავამ, რომელიც თავის თავს უფლებადამცველად მოიხსენიებს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 10 მაისს, ისინი სასტუმრო "რედისონთანაც” შეიკრიბებიან, სადაც 17 მაისის აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობა” პრესკონფერენციას მართავს. ”იდენტობაში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის წევრები კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოქმედებენ და სამართალდამცავ ორგანოებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაცვისაკენ მოუწოდებენ. იმაზე, თუ რა იგეგმება თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და რა საფრთხეები არსებობს ამჟამად, რადიო თავისუფლება ორგანიზაცია ”იდენტობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს შორენა გაბუნიას გაესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

რა საფრთხეებია მოსალოდნელი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს?