რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ პირები ქუთაისში?

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენს არაადაპტირებული ქუჩები და ტრანსპორტი, უხარისხოდ გაკეთებული პანდუსები, უმუშევრობა. ბევრ მათგანს დასაქმებაში უმაღლესი თუ პროფესიული განათლების არქონა უშლის ხელს. რას მოითხოვენ შშმ პირები და რა პროგრამებია გათვალისწინებული მათთვის ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში?