„სილიკონ ველი თბილისი“
Your browser doesn’t support HTML5
16 სექტემბერს თბილისში გაიხსნა პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“. ცენტრი ერთ სივრცეში გააერთიანებს IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ასევე, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს. ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში დაინერგება დუალური სწავლების მოდელი, რაც, სწავლის პარალელურად, სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს.