სოხუმის შტურმი და ხელიდან გაშვებული შანსი

სოხუმი, 2013 წლის 30 სექტემბერი

საქართველოში წელიწადში ერთხელ, 27 სექტემბერს აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე - ერთი და იმავე პოლიტიკური სახეებით, ერთი და იმავე შეფასებებითა და ერთი და იმავე დასკვნით, რომ სოხუმის დაცემა გარდაუვალი იყო. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება 21 წლის წინანდელი მოვლენების თვითმხილველი სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ადეკვატურად ვერ შეფასა საკუთარი შესაძლებლობები და მოსკოვიდან წამოსული სიგნალები, რომლის გათვალისწინებაც მოახლოებული კატასტროფის თავიდან აცილების რეალურ შანსს იძლეოდა. მასთან ერთად სოხუმის დაცემის ბოლო დღეებზე ისაუბრებს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი კობა ბენდელიანი, რომელმაც ოჯახთან ერთად, 27 სექტემბერს დატოვა სოხუმი.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი